გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

იორდანიაში გამართულ კონფერენციას სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის სპეციალისტი დაესწრო

21-10-2022

იორდანიაში, ქალაქ ამანში გამართულ კონფერენციას სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის სპეციალისტი დაესწრო.

 

კონფერენცია ლაბორატორიებს შორის ურთიერთობების დამყარებას და სამომავლო თანამშრომლობების შესაძლებლობის განხილვას ისახავდა მიზნად.

ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტმა ლაბორატორიის შესაძლებლობებისა და მიღწევების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.


იორდანიაში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ: საქართველოს, იორდანიის, ერაყის, საუდის არაბეთისა და თურქეთის ლაბორატორიის წარმომადგენლები.


ღონისძიება აშშ-სთავდაცვისსაფრთხისშემცირებისსააგენტოსა (DTRA)  და სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების გლობალურ ფონდის (CRDF) მიერიყოორგანიზებული.


აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კვლევისა და განვითარების ფონდი, საკუთარი საქმიანობით ხელს უწყობს მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროს განვითარებას.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. თანამშრომლობის ფარგლებში, წლების განმავლობაში, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.