გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ონის მერს და მის მოადგილეებს შეხვდა

26-10-2022

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე - ქრისტინა კობახიძე ონის მუნიციპალიტეტის მერს - სერგი ხიდეშელს და მის მოადგილეებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა, როგორც ქ.ონში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ საჭიროებებსა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე. ასევე, საუბარი შეეხო სამომავლო განსახორციელებელ გეგმებს.

 

სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილე - ქრისტინა კობახიძემ, მუნიციპალიტეტის მერთან - სერგი ხიდეშელთან და მერის მოადგილეებთან ერთად, სოფ. ლაგვანთაში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარე საკანალიზაციო სისტემის მშენებლობის სამუშაოები მოინახულა.

 

პროექტი მოიცავს გოფრირებული მილების მონტაჟს, ქვიშის საფენის, ფასონური ნაწილებისა და 5000 ლიტრის მოცულობის სეპტიკის მოწყობას. ასევე, მრგვალი ანაკრები ჭების მონტაჟს კედლის დახვრეტით მილების დაერთების მიზნით.

 

აღნიშნული პროექტის ღირებულება 133 424 ლარს შეადგენს, სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს "ქუთაისწყალმშენი" ასრულებს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში დასრულდება.