| « აგვისტო 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||
27-10-2022
მიმდინარე წლის 25-27 ოქტომბერს გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების და გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით, ევროკავშირის პროექტის EU4Dialogue-ის ფარგლებში თბილისში ჩატარდა არქეოლოგიური ვორქშოპი თემაზე: სამხრეთ კავკასიის არქეოლოგიური ძეგლებისათვის რეესტრის შედგენის შესაძლებლობები.
სემინარში მონაწილეობა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არქეოლოგიურ- არქიტექტურული კომპლექსების, არქეოლოგიისა და საგანმანათლებლო განყოფილების უფროსმა ლაშა ასლანიშვილმა, არქეოლოგიური მუზეუმის მმართველმა ემზარ კახიძემ და სააგენტოს მეცნიერ- თანამშრომლებმა მიიღეს.
ტრენინგი ბრანდენბურგის მუზეუმისა და ძეგლთა დაცვის დირექტორმა პროფ. ფრანც შოპერმა ჩაატარა. ვორქშოპის მუშაობას ესწრებოდნენ გერმანელი, სომეხი, მოლდაველი და ქართველი არქეოლოგები.