გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

"მიშა ბოდიში" ახალი წარწერები ოზურგეთის ქუჩებში

28-06-2018

ოზურგეთის ქუჩებში, კონკრეტულად კი ქალაქში არსებულ პოპულარულ შენობებზე წარწერები "მიშა ბოდიში" და "მიშა ჩამოდი" გამოჩნდა.


"გურიის მოამბემ" წუხელ ერთი ასეთი წარწერის დაფიქსირება შეძლო - ოზურგეთის სახლემწიფო დრამატულ თეატრის შენობაზე, რომელიც ქალაქის ცენტრში, ზვიად გამსახურდიას მოედანზეა განთავსებული.


თუ რისთვის იხდიან ავტორები ბოდიშს, ან რა მიზნებისათვის ითხოვენ ოზურგეთში, ემიგრაციაში მყოფი, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას, უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში, ექსპრეზიდენტის მომხრეთა რაოდენობამ გურიაში, რომელიც "ქართული ოცნების" ციტადელად ითვლებოდა, საგრძნობლად იმატა.


"თრიალეთი"