გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კახეთში ძაღლებმა შველი დაიჭირეს

29-11-2017

ძაღლების მიერ დაჭერილი შველი მწყემსებმა გადაარჩინეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ცხოველთა დამცველმა ირმა მთიულიშვილმა აცნობა.

მისი თქმით, მწყემსებმა  შველი, რეინჯერების დახმარებით, შემდეგ ახმეტის რაიონში, ბაწარა-ბაბანეურის ნაკრძალში გაუშვეს.

,,ვიდეო, სადაც ასახულია კადრები, თუ როგორ გაუშვეს შველი, კახეთიდან გამომიგზავნეს. მწყემსებს ის ალაზნის ველზე უპოვიათ, ძაღლებს ჰყავდათ დაჭერილი." - განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ირმა მთიულიშვილმა.

ცხოველთა დამცველი ამბობს, რომ ბუნებაში შველის დაბრუნების ფაქტის ირგვლივ,  წვლილი ასევე ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების სააგენტოს.


იხილეთ ვიდეო


წყარო: საინფორმაციო ცენტრი "შიდა ქართლი"