| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||
5-11-2022
აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეულმა ვაზიანის პოლიგონზე ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება საბრძოლო სროლებით ჩაატარა. სწავლებაში მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ბრავო“ ასეულთან ერთად მონაწილეობას იღებდა პირველი ქვეითი ბრიგადის სნაიპერთა ჯგუფი და აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის ქვედანაყოფი. ასეულის მხარდაჭერას ახორციელებდა მე-5 საარტილერიო ბრიგადის 52-ე საარტილერიო ბატალიონის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების „ბმ-21“-ის ოცეული, ასევე პირველი ქვეითი ბრიგადის 120 და 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნები.
ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ვაზიანის პოლიგონზე ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლების მიზანს ქვედანაყოფის კოლექტიურ დავალებებში მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებულ მომზადება წარმოადგენდა.