გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ღია კარის დღე გაიმართა

5-11-2022

მე-4 ქვეით ბრიგადაში ქ. რუსთავის N24 ქართული გიმნაზიის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. მოსწავლეებს სამხედრო მოსამსახურეებმა უმასპინძლეს და ბავშვებს ჯარისკაცების საცხოვრებელი და სამუშაო პირობები გააცნეს. ვიზიტორებმა ბაზის ინფრასტრუქტურა, სპორტული დარბაზები და ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს. ბავშვებისთვის განსაკუთრებით საინტერესო და ემოციური სიმულაციური ოთახი აღმოჩნდა.


დღის ბოლოს მოსწავლეები ბრიგადის სასადილოსაც ეწვივნენ და ,,ჯარისკაცის ულუფა“ დააგემოვნეს. 


ღია კარის დღეები თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის რეგულარულად იმართება. ღონისძიების მიზანს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდა და ქართული ჯარის პოპულარიზაცია წარმოადგენს.