გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ონის მერმა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართას

5-11-2022

ონის მუნიციპალიტეტის მერმა - სერგი ხიდეშელმა, პირველ მოადგილე - გიორგი ნოდარიშვილთან და მოადგილე - ლევან შერაზადიშვილთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან.

 

შეხვედრაზე განხილული იქნა ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების მდგომარეობის საკითხი, კერძოდ, საავტომობილო გზებისა და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის, სანიაღვრე არხების, საყრდენი კედლების მოწყობისა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები. ასევე, საუბარი შეეხო აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხს, დასრულების ვადებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

 

მეწარმეებს პროექტების შეუფერხებლად განხორციელებისთვის შესაბამისი რეკომენდაციები მიეცათ.