| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||
5-11-2022
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და გიორგი ვაშაძის გაერთიანებას შედეგი არ ექნება და ისინი არჩევნებზე ჯამში 1-1,5 პროცენტს მიიღებენ.
„ამ ე.წ. ტროიკას რა შედეგი უნდა ჰქონდეს - არაფერი. პროცენტი იქნება ისევ 1 ან 1,5 ჯამში, თუ მანამდე არ დაიშალნენ. ეტყობა, ვიღაცას, მორიგ შეძლებულ ადამიანს ატყუებენ, რომ დაფინანსების ფული გამოსძალონ. მე არ მაქვს საფუძველი, სერიოზულად აღვიქვა ე.წ. ტროიკა და მათი ამბიციები. ერთმანეთს ატყუებენ და დაიშლებიან“, - აცხადებს ზარქუა.