გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ქუთაისის საკრებულოში, ნაცმოძრაობის წევრებმა, გაცდენების მიუხედავად 131 320 ლარის საწვავი მოიხმარეს

8-11-2022

ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა 131 320 ლარის ღირებულების, 40 000 ლიტრი საწვავი დახარჯეს და ეს იმის მიუხედავად, რომ სამსახურში თითქმის არასოდეს დადიან.

 

ქუთაისის საკრებულო 35 წევრისგან შედგება. იანვარი-ივნისის თვის განმავლობაში ჯამში 8 სხდომა ჩატარდა და სხდომების გაცდენის 66 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

არსებული ინფორმაციით, გაცდენის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი “ნაციონალური მოძრაობის” წევრს რომან ქვაჩიკიძეს უფიქსირდება. საკრებულოს 8 სხდომიდან, ის მხოლოდ 1 სხდომას დაესწრო. 6 გაცდენა უფიქსირდება პარტია ნაცმოძრაობის წევრს გაგა მანაგაძეს. მესამე ადგილს გაცდენების რაოდენობით ასევე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი და თანამდებობის პირი ქეთევან ხურციძე იკავებს. ის 8 სხდომიდან მხოლოდ 3 სხდომას დაესწრო.