გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

სხალთის მთავარეპისკოპოსი ხულოს მერიის შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემას ითხოვს

29-06-2018

სხალთის მთავარეპისკოპოსი  მეუფე სპირიდონი ხულოს მერიის შენობის საქართველოს ეკლესიისთვის გადაცემას ითხოვს. საკითხთან დაკავშირებით არაერთი შეხვედრა ჩატარდა ხულოსა და ხიჭაურში. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

მეუფე სპირიდონი ინიციატივით გამოდის, რომ ძველი ადმინისტრაციული შენობა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა გიორგი მთაწმინდელის ქართველოლოგიური კვლევების ინსტიტუტს გადაეცეს, რომელიც საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაარსდა. შეხვედრაზე ითქვა, რომ მოთხოვნას 3 ათასამდე ხელმომწერი ჰყავს.

საკითხს ხულოს მერი გოჩა მელაძე გამოეხმაურა.  მისი განმარტებით, მოქმედი  მერიის შენობის გადაცემის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. ახალი ადმინსტრაციული შენობის აშენების შემდეგ მოსახლეობასთან შეთანხმებით გადაწყვეტენ, თუ რისთვის გამოიყენებენ მერიის ახლანდელ  შენობას.

droa.ge