გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი ღარიბაშვილი: წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების დაძლევა და ალტერნატიული ენერგიის წყაროებში კაპიტალდაბანდება გადამწყვეტია კლიმატის ცვლილების ეფექტის შესარბილებლად

8-11-2022

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ, მრგვალი მაგიდის ფორმატში მოწყობილ დისკუსიაში - "ინვესტირება ენერგეტიკის მომავალში" - მიიღო მონაწილეობა.


მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს, რომ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების დაძლევა და ალტერნატიული ენერგიის წყაროებში კაპიტალდაბანდება გადამწყვეტია კლიმატის ცვლილების ეფექტის შესარბილებლად.


"მონაწილეობა მივიღე გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში.


ინფორმაციით დატვირთულ დისკუსიებს ვაწარმოებთ სუფთა ენერგიის მოხმარების მნიშვნელობის შესახებ. წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების დაძლევა და ალტერნატიული ენერგიის წყაროებში კაპიტალდაბანდება გადამწყვეტია კლიმატის ცვლილების ეფექტის შესარბილებლად",- წერს პრემიერ-მინისტრი.