გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ესპანელ კოლეგას შეხვდა

9-11-2022

მიმდინარე წლის 9 ნოემბერს, ესპანეთის ქ. სევილიაში, საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მე-15 პლენარული შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ესპანეთის ფინანსთა მინისტრს, მარია ხესუს მონტეროს შეხვდა. 


შეხვედრაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა გააცნო კოლეგას რეგიონში არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით საქართველოს მიერ გატარებული ღონისძიებები. ფინანსთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის მნიშვნელობას, გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისათვის თავის არიდების აღკვეთისათვის. 


მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის საგადასახადო სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და გამოხატეს მზადყოფნა აღნიშნული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისათვის. 


შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ესპანეთის სახელმწიფო მდივანი ხაზინის საკითხებში ხესუს გასკონ კატალანი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილი, საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინე ხურციძე და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია გიორგაძე.