| « თებერვალი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | |
10-11-2022
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების მიზნით ინფო ტურებს აგრძელებს. ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლები ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს ეწვივნენ. ტურში გიდები, ტურ-ოპერატორები, ჟურნალისტები, ფოტოგრაფები და ბლოგერები მონაწილეობდნენ.
ინფო ტურის ფარგლებში მონაწილეებმა ცაგერის მუნიციპალიტეტში მდებარე რაჩხის ჩანჩქერი და საირმის სვეტები მოინახულეს. რეგიონის სათავგადასავლო ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, სპეციალურად მათთვის ღვირიშის ჩანჩქერზე- კანიონინგი, მდინარე რიონზე კი ჯომარდომა გაიმართა. რაც შეეხება ღვინის ტურიზმის მიმართულებას, სოფელ ქორენიში ტურ-ოპერატორებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის რთველი და ღვინის დეგუსტაცია მოეწყო.
ცაგერის შემდეგ ტურის მონაწილეები ლენტეხის მუნიციპალიტეტში გაემგზავრნენ, დაათვალიერეს კურორტი მუაში და სოფელს საშაში ახლად გახსნილ საოჯახო სასტუმროს ეწვივნენ.
ტურ-ოპერატორების განცხადებით, ყველა ლოკაცია, რომელიც ტურიზმის ადმინისტრაციამ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შეარჩია სამომავლოდ მათ მიერ დაგეგმილ და ტურისტებისთვის შეთავაზებულ მარშრუტებში მოხვდება.
ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ტურ-ოპერატორები და გიდები „Gitoa" – საქართველოს შემომყვან ტურ ოპერატორთა ასოციაციის, "GTA" – საქართველოს ტურიზმის ასოციაციისა და ეკოტურიზმის ასოციაციის მიერ შეირჩნენ.
ინფო ტურებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.
17-01-2026