გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ნინო თანდილაშვილი მსოფლიო ბანკის ევროპისა და შუა აზიის რეგიონის მდგრადი განვითარების რეგიონულ დირექტორს შეხვდა

11-11-2022

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, ქ. შარმ-ელ-შეიხში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის მხარეთა რიგით 27-ე კონფერენცია (COP27) მიმდინარეობს.


კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი მსოფლიო ბანკის ევროპისა და შუა აზიის რეგიონის მდგრადი განვითარების რეგიონულ დირექტორს, სამეჰ ნაგიბ ვაბჰას შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. საუბარი შეეხო მელიორაციის, ჰიდრომეტეოროლოგიის, მწვანე ეკონომიკის სტრატეგიის განვითარების და კლიმატის ცვლილების შერბილება-ადაპტაციის საკითხებს.


გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის მხარეთა რიგით 27-ე კონფერენცია (COP27) შარმ-ელ-შეიხში მიმდინარე წლის 6 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.