გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში მოქმედ ასფალტისა და წებოცემენტის დამამზადებელ საწარმოებს საქმიანობის უფლება შეუზღუდა

12-11-2022

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრევენცია-შემცირების მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საწარმოების მუდმივ ინსპექტირებას ახორციელებს. ინსპექტირების შედეგად, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე განთავსებულშპს ECOMIX-ისა და შპს „ამბრი პლუსის“ კუთვნილ საწარმოებში დარღვევები გამოვლინდა. 


შპს ECOMIX-ის კუთვნილი წებოცემენტის დამამზადებელი საწარმოს ინსპექტირებისას, ატმოსფერულ ჰაერში მტვრის ნაწილაკების კონცენტრაციის განსაზღვრის მიზნით ჩატარებული ექსპრესგაზომვების შედეგად გამოვლინდა, რომ  სათანადო აირმტვერდამჭერი მოწყობილობის არქონის გამო, ატმოსფერულ ჰაერში გაიფრქვეოდა დამაბინძურებელი ნივთიერებები და წარმოქმნილი მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია აჭარბებდა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმას. წებოცემენტის საწარმოს საქმიანობის განხორციელების უფლება შეეზღუდა.


რაც შეხება შპს „ამბრი პლუსის“ კუთვნილიასფალტის დამამზადებელი საწარმოს ინსპექტირებას,დადგინდა, რომ საწარმო საქმიანობს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ამბრი პლუსს“ შეეზღუდა საქმიანობა კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების გავლამდე.