გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

„ჩვენი ჯარის“ პროექტის ფარგლებში, სამხედროები ტყიბულის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

13-11-2022

ახალგაზრდა თაობაში ქართული ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და პატრიოტული ახალგაზრდა თაობაში ქართული ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავების მიზნით განახლებული პროექტი „ჩვენი ჯარი“ საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში აქტიურად მიმდინარეობს. სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სკოლებს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები სტუმრობენ და მაღალი კლასის მოსწავლეებს საქართველოს თავდაცვის ძალებს აცნობენ.  


„ჩვენი ჯარის“ პროექტის ფარგლებში ტყიბულის №1 საჯარო სკოლას საქართველოს თავდაცვისძალების მეთაურის თანაშემწე, ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა მესხი ესტუმრა. მშობლიურ სკოლაში მან მოსწავლეებთან ქვეყნისთვის ჯარის მნიშვნელობისა და ჯარისკაცის მუნდირის ღირსების შესახებ ისაუბრა. III ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ასეულის სერჟანტმა მამუკა კაპანაძემ და ჰაერსაწინააღმდეგო ასეულის კაპრალმა გაგა ხუბუკელაშვილმა კი, ახალგაზრდებს „ჩვენი ჯარის“ შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და თემატური ვიდეორგოლები უჩვენეს. 


უფროსკლასელებთან შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა სამხედრო ბაზებზე სტუმრობისა და სამხედროებთან შეხვედრის, ბევრმა მათგანმა კი - ქართულ ჯარში მსახურის სურვილიც გამოთქვა. 


პროექტს „ჩვენი ჯარი“ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.