გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

თამარ ჩერგოლეიშვილი: შეხედეთ "მთავარის" და "ფორმულას" სარედაქციო პოლიტიკას - ისინი მოიპარავენ თქვენს იდეებს, დაბლოკავენ განსხვავებულ აზრს, დაბლოკავენ იმათ, ვინც მათდამი კრიტიკულია

14-11-2022

თუ გაინტერესებთ როგორი იქნება ხელისუფლებაში ენმ-კეზერაშვილ-ვანოს ალიანსი და მათ ქვეშ დაჯგუფებული ჯუჯალარი პარტიები, შეხედეთ მთავარის და ფორმულას სარედაქციო პოლიტიკას.


(შემთხვევით არ შეცდეთ და არ იფიქროთ რომ მათ წარსული გაიაზრეს).- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, "ტაბულას" მფლობელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


"ისინი მოიპარავენ თქვენს იდეებს, დაბლოკავენ განსხვავებულ აზრს, დაბლოკავენ იმათ, ვინც მათდამი კრიტიკულია, დააზიანებენ საჯარო ინტერესს და არად ჩააგდებენ ამომრჩეველს.


ასეთ ძალებს სურთ ძალაუფლების ხელში ჩაგდება და ამიტომ ვერ იგდებენ.


ამიტომ ითხოვს მოსახლეობის 72 პროცენტი ახალ პარტიებს" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.