გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ანაკლიის პორტმა აზერბაიჯანისა და ყაზახეთის პორტებთან მემორანდუმი გააფორმა

29-11-2017

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ანაკლიის პორტმა აზერბაიჯანისა და ყაზახეთის პორტებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ აცხადებენ, რომ მსხვილი პორტების შეთანხმება რეგიონული დერეფნის განვითარებას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას ისახავს მიზნად. 

„პორტებს შორის შეთანხმება ტრანსკასპიური დერეფნის განვითარებასა და ანაკლიის მშენებლობის დასრულებისთანავე ტვირთის გადაზიდვის კონკურენტუნარიან პირობებს შექმნის. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში ანაკლიის პორტი მსგავსი მემორანდუმის გაფორმებას გეგმავს რუმინეთის პორტ კონსტანცას ნავსადგურთანაც“, - აღნიშნულია კონსორციუმის განცხადებაში.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის 20 დეკემბერს იწყება. პორტის პირველი ფაზის გახსნა და ნავსადგურში პირველი გემების მიღება 2021 წლისთვის იგეგმება.


წყარო: reginfo.ge