გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ესპანელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ გადაცემას ამზადებენ

16-11-2022

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთიდან პოპულარული სატელევიზიო გადაცემის "Me voy a comer el mundo"  ჟურნალისტებს მასპინძლობს. პრეს-ტურის ფარგლებში ესპანელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სიუჟეტს ამზადებენ,  რომელიც 3 სატელევიზიო არხით  „Canal Cocina”, “Selekt”,  El Gourmet” ესპანეთში, პორტუგალიასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში გადაიცემა.  


50 წუთიან  სატელევიზიო გადაცემაში მილიონობით მაყურებელი საქართველოს ტურისტულ მიმართულებასთან ერთად, ქართულ კულტურასა და  სამზარეულოს გაეცნობა.


ტურის ფარგლებში გადამღები ჯგუფის წევრები  თბილისს, მცხეთას და  წალკაში დაშბაშის კანიონს ეწვივნენ. 


პრეს-ტურის მიზანი ესპანეთიდან, პორტუგალიიდან და  ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვა და საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება.