| « აგვისტო 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||
16-11-2022
ძნელია არ დაეთანხმო ზაზა შათირიშვილს იმაში, რომ ქართველ უსამშობლოთა ლეგიონის ძირითად მკვებავ ძალას, კრიმინალ დავით კეზერაშვილს: პირდაპირ, დაუფარავად, ყოველგვარი კონსპირაციის გარეშე - დღეს ამერიკელები ლობირებენ და მფარველობენ, ყოველგვარი ეჭვისა და პოლიტკორექტულობის გარეშე - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, აქ საუბარი არ მიდის რომელიმე რიგით ამერიკელ ანალიტიკოსსა თუ პოლიტოლოგზე - საუბარია კურტ ვოლკერზე, რომლის პროფესიულ ჩამოთვლაში გვხდება CIA, სახელმწიფო დეპარტამენტი, NATO-ს შტაბ-ბინა, მაკეინის ინსტიტუტი და დაზვერვის ხაზით საქმიანობა უკრაინაში.
„ძნელია არ დაეთანხმო ზაზა შათირიშვილს იმაში, რომ ქართველ უსამშობლოთა ლეგიონის ძირითად მკვებავ ძალას, კრიმინალ დავით კეზერაშვილს: პირდაპირ, დაუფარავად, ყოველგვარი კონსპირაციის გარეშე - დღეს ამერიკელები ლობირებენ და მფარველობენ, ყოველგვარი ეჭვისა და პოლიტკორექტულობის გარეშე.
აქ საუბარი არ მიდის რომელიმე რიგით ამერიკელ ანალიტიკოსსა თუ პოლიტოლოგზე - საუბარია კურტ ვოლკერზე, რომლის პროფესიულ ჩამოთვლაში გვხდება CIA, სახელმწიფო დეპარტამენტი, NATO-ს შტაბ-ბინა, მაკეინის ინსტიტუტი და დაზვერვის ხაზით საქმიანობა უკრაინაში. და თუ რომელიმე აშშ-ს ოფიციალური პირი შეეცდება კურტ ვოლკერს გაემიჯნოს: "ჩვენ რა შუაში ვართ" - ფორმულირებით, ჩვენც ზრდილობიანად შევასწოროთ: "შუაში კი არა - თავში!". უკრაინაში სამწლიანი მივლინება იმდენად დაუფასდა, რომ 2020 წლის 1 სექტემბრიდან, კურტ ვოლკერი გვევლინება უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი სარკინიგზო კომპანია BGS Rail-ის დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელ წევრად, რაც მისი ამჟამინდელი საქმიანობის დაფინანსების "შენიღბვად" შეიძლება ჩავთვალოთ, ხოლო თვით ამ საქმიანობაში - საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებისკენ მიმართული პროცესების მართვა და მათში ჩართული "ლიდერშიფის" უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ასე გავაგრძელოთ - თქვენ შეეცდებით, ჩვენ - გამხილებთ და არ გეგმებს ჩაგიშლით. A la guerre, comme a la guerre!“ - წერს ქართველიშვილი facebook - ზე.