გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

აჭარაში კონკურსებსა და ოლიმპიადებში გამარჯვებული 133 მოსწავლე დაჯილდოვდა

16-11-2022

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა, მიღწეული წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების შრომა მუდმივად იქნება დაფასებული.


2021 წელს კონკურსებსა და ოლიმპიადებში 15 000-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულ 133 მოსწავლეს ლეპტოპები, პლანშეტები და დიპლომები გადაეცათ.


ოლიმპიადა ექვს სხვადასხვა საგანში გაიმართა. ჩატარდა სპორტული შეჯიბრებები, კონკურსები, ლიტერატურული მარათონი, სახვითი ხელოვნების კონკურსი. ესეების კონკურსში გამარჯვებული 10 მოსწავლე პოლონეთის ქალაქ ვროცლავში გაემგზავრა.


აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კონკურსებსა და ოლიმპიადებს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის 2012 წლიდან ატარებს.


დაჯილდოებაში მონაწილეობა აჭარის განათლების მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა, ქალაქ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, უმაღლესი საბჭოს და აჭარის მთავრობის წევრებმა მიიღეს.