გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თუშეთს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა მოემსახურება

2-07-2018

ახმეტის მუნიციპალიტეტის თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულს სასწრაფო-სამედიცინო მომსახურების ბრიგადა მოემსახურება. 

როგორც knews.ge-ს ახმეტის მერიაში განუცხადეს, სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ბრიგადა უკვე თუშეთშია და მთელი სეზონის განმავლობაში ადგილობრივებს გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.
,,სასწრაფო დახმარების მანქანა აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და მასზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების კორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმი: გიორგი ციხელაშვილი და მედდა: მანანა ბექაური'',- განუცხადეს knews.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში.
პროექტი ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების გაუმჯობესება თუშეთში" თუშეთის განვითარების ფონდის, ,,ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა" და ,,ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის'' მხარდაჭერით განხორციელდა.

knews.ge