გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბიუჯეტი იზრდება 1,5 მილიარდი ლარით, გასაკვირია აქცენტის გაკეთება მხოლოდ ერთი უწყების ბიუჯეტზე, რომელიც იზრდება 30 მილიონი ლარით და აქედან 22 მილიონი ლარი ხელფასების ზრდის ნაწილია

17-11-2022

როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბიუჯეტი იზრდება 1,5 მილიარდი ლარით, გასაკვირია აქცენტის გაკეთება მხოლოდ ერთი უწყების ბიუჯეტზე, რომელიც იზრდება 30 მილიონი ლარით და აქედან 22 მილიონი ლარი ხელფასების ზრდის ნაწილია, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.


მისი თქმით, მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების, ისე თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მიმართულებით გვქონდეს მეტი დაფინანსება.


„როგორც აღვნიშნე, უსაფრთხოების მიმართულებით ხელფასები იზრდება 20%-ით. ალბათ, არავის შეხსენება არ სჭირდება, რომ უსაფრთხოების კომპონენტი დღეს საქართველოსთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. შესაბამისად, ეს დაფინანსება არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.