გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

მიხეილ ყაველაშვილი სენატორების განცხადებებზე: ესაა საქართველოს ხელისუფლების დასჯის მცდელობა - დამოუკიდებელი, ეროვნულ ინტერესზე დამყარებული, გონიერი პოლიტიკის წარმოება მათთვის მისაღები არაა

17-11-2022

საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ წევრი, მიხეილ ყაველაშვილი ამერიკელი სენატორების განცხადებებს მედიასთან გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, აღნიშნული განცხადებები არის საქართველოს დასჯის მცდელობა, რადგან ხელისუფლება ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.

 

„ეს არის დამსჯელი შანტაჟი, საქართველოს ხელისუფლების დასჯის მცდელობა, რადგან საქართველოს დამოუკიდებელი, ეროვნულ ინტერესზე დამყარებული, გონიერი პოლიტიკის წარმოება მათთვის მისაღები არ არის. ჩვენ, „ხალხის ძალა“, ამ თვეების განმავლობაში, სწორედ ამ ორმაგი სტანდარტის წინააღმდეგები ვიყავით“, - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.