გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ბათუმის დელფინარიუმში 2 დელფინი დაიბადა

2-07-2018

ბათუმის დელფინარიუმში 2 დელფინი დაიბადა. ციციმ და ფლიპერმა დელფინები 20 და 26 ივნისს გააჩინეს. დელფინები მაღალგანვითარებული ინტელექტითა და მგრძნობიარე ნერვული სისტემით გამოირჩევიან. ამიტომაც, ისინი ხელოვნურად შექმნილ საარსებო გარემოში იშვიათად მრავლდებიან. შესაბამისად დელფინარიუმებში დელფინის დაბადება უნიკალური და საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. 

დელფინარიუმის თანამშრომელმა, მწვრთნელმა ანა ჩულკოვამ ციცის მშობიარობის პროცესი გადაიღო.

კადრებზე ჩანს, თუ როგორ ამოაცურა დაბადებიდან რამდენიმე წამში დედა დელფინმა შვილი წყლის ზედაპირზე ჰაერის პირველი ჩასუნთქვისათვის. ამის შემდეგ კი, ის დედის მეთვალყურეობით, აუზში ცურვას იწყებს. პერიოდულად ჰაერის მორიგი ჩასუნთქვისთვის ისინი წყლის ზედაპირზე ამოდიან. დაბადებიდან რამდენიმე წუთში დედა დელფინმა შვილი რძით გამოკვება. ძუძუთი კვება და ასევე წყალქვეშ ორიენტირების სწავლის პროცესი რამდენიმე წელი გაგრძელდება.

imedinews.ge