გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 25%-30% სტაბილურად შედგება მოღალატეებისაგან - გიორგი არველაძე

18-11-2022

"საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 25%-30% სტაბილურად შედგება გაცნობიერებული და გაუცნობიერებელი მოღალატეებისაგან" - ამის შესახებ საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი არველაძე წერს.


"ერთ მეცნიერულ ჭეშმარიტებას გაგიმხელთ, მაგრამ არ გეწყინოთ.


მრავალწლიანი საზოგადოებრივი აზრის კვლევების ანალიზის შედეგების საფუძველზე, შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 25%-30% სტაბილურად შედგება: ა) გაცნობიერებული მოღალატეებისაგან; ბ) გაუცნობიერებელი მოღალატეებისგან, ანუ იმდენად უვიცებისგან, რომ საკუთარ მოღალატეობას ვერც აცნობიერებენ.


ჯამში ქვეყნის ერთი მეოთხედი არის ქვეყნის მოღალატე. ეს დიდი ეროვნული ტრაგედიაა.


და ამაზე არავინ ლაპარაკობს," - წერს საკუთარ გვერდზე გიორგი არველაძე.