გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ირაკლი კობახიძე: ხდება ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება ფარულად, კონკრეტული მიზნით, ამისთვის იყენებენ არაფორმალურ სანქციას, აჩერებენ თანხებს შვეიცარიაში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ანგარიშზე

18-11-2022

ხდება ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება ფარულად, კონკრეტული მიზნით, ამისთვის ისინი იყენებენ არაფორმალურ სანქციას, კერძოდ, აჩერებენ თანხებს შვეიცარიაში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ანგარიშზე. მე მგონი ამას აჯობებს, კაცურად გამოვიდნენ და თქვან, რომ აწესებენ რაღაც სანქციებს. საზოგადოება ამ შემთხვევაში კიდევ უკეთესად შეაფასებს იმას, თუ რა დგას ამ სანქციების უკან, რა არის შანტაჟის მიზანი, რას ითხოვენ ბიძინა ივანიშვილისგან, რატომ თხოვენ მას პოლიტიკაში დაბრუნებას - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

 

მისი თქმით, შეიძლება უკეთესიც იყოს, რომ ამ არაფორმალური სანქციების ფორმალიზება მოხდეს ამ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ დააშანტაჟონ ბიძინა ივანიშვილი კონკრეტული მიზნით.

 

„რაც შეეხება სანქციებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ამ თემას სულ ატრიალებენ, თვითონ ბატონმა ბიძინამ განმარტა, რომ მას აქვს არაფორმალური სანქციები პრაქტიკულად დაკისრებული, მას აქვს გაჩერებული ასეულობით მილიონი დოლარი, რომელიც განთავსებულია შვეიცარიის ბანკის ანგარიშზე, ანუ, არაფორმალური სანქციები ისედაც დაწესებულია.

 

შეიძლება უკეთესიც იყოს, რომ ამ არაფორმალური სანქციების ფორმალიზება მოხდეს ამ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ დააშანტაჟონ ბიძინა ივანიშვილი კონკრეტული მიზნით. ანუ, ხდება ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება ფარულად, კონკრეტული მიზნით, ამისთვის ისინი იყენებენ არაფორმალურ სანქციას, კერძოდ, აჩერებენ თანხებს შვეიცარიაში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ანგარიშზე. მე მგონი ამას აჯობებს, კაცურად გამოვიდნენ და თქვან, რომ აწესებენ რაღაც სანქციებს. საზოგადოება ამ შემთხვევაში კიდევ უკეთესად შეაფასებს იმას, თუ რა დგა ამ სანქციების უკან და რა არის შანტაჟის მიზანი, რას ითხოვენ ბიძინა ივანიშვილისგან, რატომ თხოვენ მას პოლიტიკაში დაბრუნებას“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.