გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

მამუკა მდინარაძე გიორგი ვაშაძეს: თქვენ რაც გეკუთვნით, ამას ვერ ვიტყვი ზრდილობის გამო

18-11-2022

თქვენ რაც გეკუთვნით იმისათვის, რასაც აკეთებთ ბოლო პერიოდში, მე ამას უბრალოდ ვერ ვიტყვი ზრდილობის გამო - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

 

„მე მგონია, რომ თქვენ თავმოყვარეობა არ გაქვთ, ძალიან დიდი ბოდიში. ოღონდ აქვე, გულწრფელად გეტყვით, რომ თქვენ რაც გეკუთვნით იმისათვის, რასაც აკეთებთ ბოლო პერიოდში, მე ამას უბრალოდ ვერ ვიტყვი ზრდილობის, კოლეგების პატივისცემის, მედია საშუალების წარმომადგენლების აქ ყოფნის და საზოგადოების პატივისცემის გამო.

 

მაგრამ ამას გიფიქსირებთ, გეკუთვნით ასჯერ უარესი ვიდრე წარმოგიდგენიათ“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.