გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პროექტი - ,,შეეხე ისტორიას ხელებით”, გრძელდება

21-11-2022

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მოსწავლეებისთვის აგრძელებს საგანმანათლებლო პროექტს ,,შეეხე ისტორიას ხელებით”.

 

დღევანდელი შეხვედრის თემას “ რომაული საბრძოლო იარაღები“ წარმოადგენდა.

 

აღნიშნულ თემაზე ბათუმის # 30 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა პრეზენტაცია და სხვადასხვა ტიპის გასართობ-შემეცნებითი აქტივობები. პრეზენტაციაში ნაჩვენები იყო რომაული არმიის - ლეგიონის შემადგენლობა, რაოდენობა, სამხედრო ტაქტიკა და ლეგიონის ძირითადი და დამხმარე იარაღების სახეები.

 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საბრძოლო იარაღებზე. მოსწავლეები გაეცნენ რომაულ არმიაში ფარების (სკუტუმი), ხმლებისა (გლადიუსი) და შუბების (პილუმი) მნიშვნელობას.

 

აქტივობის სახით მუყაოსაგან თვითონ დაამზადეს ფარები და ხმლები. წარმოადგინეს რომაული არმიის რამოდენიმე სამხედრო ტაქტიკა (წრე, კუ (ტესტუდო) და აშ.

 

გაკვეთილს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მეცნიერ-თანამშრომელი, კახაბერ ქამადაძე უძღვებოდა.