გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მდინარე ყულიშწყარის გარკვეულ მონაკვეთზე თევზები დაიხოცნენ

3-07-2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარში, მდინარე ყულიშწყარში თევზების მოწამლვის ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „ათინათს“სოფელში მერის წარმომადგენელმა ლადო შველიძემ დაუდასტურა. მისივე ცნობით, ოთხი კილომეტრის მანძილზე თევზი მასიურად დაიხოცა.

„შემთხვევა ხუთშაბათს მოხდა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ თევზის მოპოვების მიზნით მდინარეში აზიური ფაროსანას შესაწამლი პრეპარატი ჩაასხეს, თუმცა, რეალურად რა მოხდა არ ვიცით. ადგილზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელბიც იმყოფებოდნენ და წყლის სინჯი აიღეს“, - აღნიშნა ლადო შველიძემ.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ ადგილზე მისულ თანამშრომელბს წყლის სინჯი არ აუღიათ, რადგან იმ პერიოდისთვის მდინარე სუფთა იყო.

„ადგილზე გავიდნენ დეპარტამენტის თანამშრომლები. დაფიქსირდა უკანონოდ თევზის მოპოვების ფაქტი, თუმცა ვერ გამოვლინდა სამართალდამრღვევი. როგორც ჩვენმა თანამშრომლებმა დააფიქსირეს, იყო დახოცილი თევზები, თუმცა ცოცხალი ლიფსიტებიც შეამჩნიეს“, - თქვეს დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, მდინარეებში კონტროლი გამკაცრდება.

რადიო "ათინათი"