| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||
21-11-2022
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი გაიზარდა 34 პროცენტით და 4,5 მლრდ. აშშ. დოლარი შეადგინა. აქედან ადგილობრივი ექსპორტი 35 პროცენტით არის გაზრდილი და 3 მილიარდ 100 მლნ დოლარს შეადგeნს.
„იანვარ - ოქტომბერში სავაჭრო ბრუნვა 15 მილიარდს გადაცდა და წინა წელთან შედარებით, 33 პროცენტით გაიზარდა" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
„საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ინვესტიციების ზრდის დინამიკას. მისი თქმით, 2022 წელი პოზიტიური იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისითაც.
„2022 წლის იანვარ-ივნისში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წელთან შედარებით 102.0%-ით გაიზარდა და 922.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო 2019 წელთან შედარებით ზრდა 62.5%-ს შეადგენს. ევროკავშირის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 42.5%-ს გაუტოლდა" - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.