| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||
21-11-2022
„ხალხის ძალას“ გულწრფელად სურს, ანტისამთავრობო სექტორად ჩამოყალიბებული ძალა არასამთავრობო სექტორის ფორმატში და აგენტოკრატიის ველიდან კონსტიტუციურ, დემოკრატიულ თამაშის წესებთან დააბრუნოს“, - ამის შესახებ Postv-ის გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში” „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ქართველიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არასამთავრობო სექტორის ნაწილი იმიტომ იწუნებს მთავრობის მიერ შემუშავებულ დეოლიგარქიზაციის კანონს, რომ საკუთარ დაგებულ ხაფანგში აღმოჩნდა.
„ჩვენ მივმართვათ საერთაშორისო გამოცდილებას. ერთ-ერთი გამოცდილება, დეოლიგარქიზაციის ხაზით, დაგვიწუნეს, რამეთუ, საბოლოო ჯამში, საკუთარ დაგებულ ხაფანგში აღმოჩნდნენ. ეს ხომ მათი რეკომენდაცია იყო ევროსაბჭოსადმი, რომ ერთ ადამიანზე მორგებული ჩანაწერი გაჩენილიყო იმ 12 ხაფანგში და არა - რეკომენდაციაში.
საბოლოო ჯამში, ჩვენ გადმოვიღეთ პრეცედენტული კანონი, რომლის მსგავსი მეორე კანონი დედამიწის ზურგზე არ არსებობს, რომელიც თავიდანვე მოიწონეს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის საელჩოებმა უკრაინაში, ვენეციის კომისიაზე აღარაფერს ვამბობ... ამ კანონის მოფიქრებით და ტექსტით მიხეილ სააკაშვილი საჯაროდ ამაყობდა. ახლა უბრალოდ, საკუთარი ბელადის წინააღმდეგ მიდიან“, - განაცხადა ქართველიშვილმა.