გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ბათუმში, ურბანული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

22-11-2022

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ქ.ბათუმში, ზ. გამსახურდიას ქ N39- ში, კ. გამსახურდიას ქ. N36-ში და კ. გამსახურდიას ქ.N47-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს (აღნიშნული სამუშაოების სრული ბიუჯეტი - 109 584 ლარი).


პროექტით გათვალისწინებულია საცხოვრებელი სახლის სახურავებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, კერძოდ არსებული ამორტიზირებული კრამიტის სახურავის გადახურვის ჩანაცვლება, ახალი სახურავის მოწყობა.


აღნიშნული შენობები, რომლებიც XIX ს-ის ბოლოსა და XX ს-ის დასაწყისშია აგებული ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის შესანიშნავი არქიტექტურული ნიმუშებია!