გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

როგორ საქართველოზე და ვის სანქციებზე ზრუნავთ თქვენ და კრამერი გასაგებია - გოგა ხაინდრავა კელი დეგნანს

22-11-2022

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას ტვიტერზე ეხმაურება, რომლის თანახმად დეგნანმა აღნიშნა, რომ მას არ სურს დევიდ კრამერის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება, თუმცა, ამბობს, რომ კრამერი კერძო პირია, რომელიც დაფასებულია აკადემიურ წრეებში და ზრუნავს საქართველოზე.


„როგორ საქართველოზე და ვის სანქციებზე ზრუნავთ თქვენ და დ.კრამერი გასაგებია. ამაზე კომენტარს რატომ არ აკეთებთ? ესიც. ჯორჯ ბუშ უფროსის თუ ჯორჯ ბუშ უმცროსის გლობალური პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორია დ.კრამერი, ამის კომენტარი თუ შეიძლება ქალბატონო ელჩო?“, - წერს გოგა ხაინდრავა.