გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გრიგოლ გიორგაძე თავდაცვის ძალების შვიდკაცა რაგბის ნაკრების ვარჯიშს დაესწრო

24-11-2022

საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის ნაკრები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაგეგმილ შვიდკაცა რაგბის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობისთვის ემზადება. თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებითა და რეზერვისტებით დაკომპლექტებული რაგბის გუნდი ტურნირისთვის მზადებას მარტყოფის საწვრთნელ ბაზაზე გადის.


დღეს მორაგბეების ვარჯიშს საწვრთნელ ბაზაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე დააკვირდა. გრიგოლ გიორგაძემ მორაგბეებს ტურნირზე გასამართ მატჩებში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალებში რაგბის განვითარებას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. 


დუბაიში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირში 12 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს. ტურნირი გაერთიანებულ საამიროებში 29 ნოემბერს დაიწყება.