გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გენადი არველაძე კორეაში ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს

28-11-2022

მიმდინარე წლის 28-30 ნოემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე სამუშაო ვიზიტით კორეის რესპუბლიკას ეწვევა.


ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გამართვა კორეასთან ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუწყობს კერძო კაპიტალის დაცვას და სტიმულს მისცემს კორეული ინვესტიციების განხორციელებას საქართველოში და პირიქით.


მხარეებს შორის პირველადი კონსულტაციები საინვესტიციო შეთანხმებასთან დაკავშირებით სეულში 2019 წლის დეკემბერში, ხოლო პირველი ოფიციალური რაუნდი 2021 წლის 24-25 ივნისს გაიმართა.


საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელთა ჯგუფში არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები.