გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კასპის სოფელ აღაიანში მისასვლელი გზას სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება

28-11-2022

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის პირველმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა და კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა დაათვალიერეს.

 

პროექტი რკინაბეტონის კიუვეტების, ორფენიანი ასფალტბ-ეტონის საფარის დაგებას და ეზოში შესასვლელების მოწყობას ითვალისწინებს.

 

გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს, რომლის სიგრძეც 3219 გრძივი მეტრია, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ქვენიფნელნი“ ახორციელებს. აღნიშნული პროექტი გარდამავალია და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

 

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 968 999 ლარია.

 

ვახტანგ მაისურაძის თქმით, მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. "მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა აფერხებს გადაადგილებას და გარკვეულ პრობლემებს ქმნის. სოფელ აღაიანის მოსახლეობას კი აღნიშნული საკითხი მრავალი წლის განმავლობაში აწუხებდა.

პროექტის დასრულების შემდეგ კი ადგილობრივები კომფორტული გზით ისარგებლებენ" - აღნიშნა კასპის მერმა.