გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

გავრცელებული ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს

4-07-2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გავრცელებული ინფორმაციით თანამდებობას ტოვებს. როგორც 1tv წერს, აჭარის მთავრობაში 12:00 საათზე ბრიფინგი დაინიშნა, რომელზეც ზურაბ პატარაძე საგანგებო განცხადებას გააკეთებს. 

ზურაბ პატარაძის გადადგომის შემთხვევაში, ავტომატურად გადადგება აჭარის მინისტრთა კაბინეტიც.

მთავრობის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურა პრეზიდენტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ ორი კვირის განმავლობაში უნდა დაასახელოს. წარდგენისთანავე კი, ახალმა თავმჯდომარემ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უნდა დაასახელოს. საბოლოოდ, აჭარის მთავრობას უმაღლესმა საბჭომ უნდა გამოუცხადოს ნდობა.

ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ 2016 წლის 15 ივლისს აირჩიეს.

imedinews.ge