გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი ღარიბაშვილი: მწუხარებას გამოვთქვამ დამსახურებული არტისტის ნუგზარ შარიას გარდაცვალების გამო, სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს

2-12-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს დამსახურებული არტისტის ნუგზარ შარიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.


მთავრობის მეთაური სამძიმარს და თანადგომას უცხადებს ნუგზარ შარიას ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.


"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს დამსახურებული არტისტის ნუგზარ შარიას გარდაცვალების გამო.


ბატონმა ნუგზარმა არაერთი დაუვიწყარი როლით შეაყვარა თავი ქართველ მაყურებელს. იგი გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული კინოხელოვნების ისტორიაში.


გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ბატონი ნუგზარის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს,"-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.