გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ბარსელონაში გაეცნენ

2-12-2022

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთში, საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში  IBTM World  2022 მიიღო მონაწილეობა.     ბარსელონაში გამართულ ტურისტულ გამოფენას  ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად  აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და 13 კომპანია დაესწრო. 


გამოფენაზე, საქართველოს სტენდთან, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს.  გამოფენის ფარგლებში გაიმართა საქმიანი შეხვედრები ესპანეთის წამყვან ტურისტულ კომპანიებთან.


საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას IBTM  მსოფლიოს 100 ქვეყნიდან 15 000-ზე მეტი ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი დაესწრო.