გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მიხეილ ყაველაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მაგალითებზე, უნივერსიტეტებში უნდა ისწავლებოდეს, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება და ოპოზიცია

3-12-2022

ალბათ, სამომავლოდ, უნივერსიტეტებში შესაძლებლობა იქნება, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნა შეისწავლონ - თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება და შემდეგ - ოპოზიცია, - ამის შესახებ „პოსტივის“ ეთერში, „დიდ გადაცემაში“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, ქვეყნის მოწინააღმდეგე ძალებთან ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. 

 

„წარმოიდგინეთ, რა სიმახინჯესთან გვაქვს საქმე - დღემდე ამ ტექნოლოგიას მიჰყვებიან - საზოგადოება ტყუილებით შეჰყავთ შეცდომაში; თითქოს, ოპოზიცია წამებულია და ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში რაიმეს აფერხებს. ამიტომაც ისმის სპეკულაციები დეოლიგარქიზაციაზე და ა.შ.  ამ საშინელებებთან ბრძოლა არ მორჩენილა. ეს ქართველი ხალხის ღირსების საკითხია!“, - განაცხადა ყაველაშვილმა.