გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

კახა ოქრიაშვილი: „ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია!

5-12-2022

ვუსამძიმრებ დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს და ჩვენს ქვეყანას, რადგან ვკარგავთ გმირებს, რომლებიც  საქართველოსთვის იბრძვიან.

 

დღეს ხელისუფლებამ შეატრიალა „პლასტინკა“ და ომის დაწყებიდან 9 თვის შემდეგ, საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, აღმოაჩინა,  რომ თურმე, ათასობით ქართველი მებრძოლი უკრაინაში საქართველოსთვის იბრძვის და იღუპება - ამის შესახებ პარტია "პროგრესი და თავისუფლება"-ს ლიდრმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

 

"ვფიქრობ, ხელისუფლებამ გაიაზრა, რომ   მისი მოკავშირე რუსეთი ამ ომში დამარცხდება. „ოცნებას“  უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია, რადგან ისინი პასუხს  მოსთხოვენ, რატომ იყო საქართველოს ხელისუფლება, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი რუსეთის მოკავშირე!" - აცხადებს ოქრიაშვილი.