გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

კომისიის თავმჯდომარემ ახალციხეში საკუთარ თავს ნაკვეთი დაუკანონა

29-11-2017

ქალაქ ახალციხის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა მამუკა მიქელაძემ, რომელიც მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ხელმძღვანელობდა, ახალციხეში, 275 კვ.მ. ფართი მიწის ნაკვეთი დაიკანონა. მიქელაძე განმცხადებელიც თვითონ იყო და რეზოლუციის დამდებიც. ამ ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მიქელაძის საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე–ჯავახეთის სამმართველო, სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მე-2 ნაწილით იძიებს, რაც გულისხმობს მითვისებას ან გაფლანგვას სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით.

მამუკა მიქელაძე 2014 წლის მოწვევის საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ იყო და საკრებულოში ჯერ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ხელმძღვანელობდა, 2016 წლის ივლისიდან კი მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

წყარო: reginfo.ge