გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

თამთა მეგრელიშვილი: არიან მეომრები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან ღირსეულად და არიან "ნაიომნიკები", რომლებიც ომშიც კი თავის სარგებელს ეძებენ, აქედან კი მათ ხელს ნაცმოძრაობის ლიდერები უწყობენ

6-12-2022

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განაცხადებს ეხმიანება - „ ერთადერთი, ვინც ცივილიზებულ სამყაროში უკრაინის ომში მოხალისეების მონაწილეობას ახალისებს - ეს არის ქართული ოპოზიცია“.

 

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვა ჯალათები უკრაინაში მიერეკებიან ქართველებს და სამწუხაროდ მერე ქვეყნის წინააღმდეგ იყენებენ.

 

„სიმართლე უნდა ითქვას აუცილებლად! არიან მეომრები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან ღირსეულად და არიან "ნაიომნიკები", რომლებიც ომშიც კი თავის სარგებელს ეძებენ, აქედან კი მათ ხელს ნაცმოძრაობის ლიდერები უწყობენ. აბა თქვენ რა გგონიათ, რას აკეთებენ უკრაინაში ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვა ჯალათები? მიერეკებიან იქ ქართველებს და სამწუხაროდ, შემდეგ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იყენებენ.“ - წერს მეგრელიშვილი facebook - ზე.