გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი ღარიბაშვილი TAV Airports-ის პრეზიდენტს შეხვდა

7-12-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი TAV Airports-ის პრეზიდენტს სერქან კაპტანს შეხვდა.


განსახილველ საკითხებს შორის იყო მიმდინარე თანამშრომლობის და ახალი ავიახაზებისა და მარშრუტების სტიმულირების საკითხები.


აღინიშნა, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში, ტურიზმის აღდგენის მზარდი დინამიკის კვალდაკვალ, არსებული სერვისების გაუმჯობესებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას TAV Airports-ის ვიცე-პრეზიდენტი ფრენკ მერეიდი, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე და ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ.