გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახის შვილებს საახალწლო ნობათი გადაეცემათ

29-11-2017

ქუთაისში საახალწლო ღონისძიების ფარგლებში, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებისათვის საახალწლო ნობათების შესაძენად ქალაქის მერია 11 700 ლარიან ტენდერს აცხადებს.

ტენდერით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, მიმწოდებელმა 2017 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით 6 სასაჩუქრე კალათი და 1500 ცალი მუყაოს სასაჩუქრე კოლოფი უნდა შეიძინოს.  პირობების თანახმად, მიმწოდებელი ასევე ვალდებულია ისეთი პროდუქტი შეიძინოს, რომელსაც ვარგისიანობის დრო 2018 წლის აპრილის თვემდე ექნება. 

მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებისთვის საახალწლო ნობათების შეძენას ქალაქის მერია 2017 წლის ბიუჯეტის სახსრებით უზრუნველყოფს.

წინადადების მიღება 8 დეკემბერს დაიწყება და 11 დეკემბერს დასრულდება.  


წყარო: newpress