გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოს თავდაცვის ძალებს ნატოს თავდაცვის კოლეჯის დელეგაცია ესტუმრა

10-12-2022

საქართველო რეგიონული ტურის ფარგლებში ნატოს თავდაცვის კოლეჯის დელეგაციას მასპინძლობს. კოლეჯის ხელმძღვანელ პირებსა და მაღალი რანგის კურსის მსმენელებს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ- მაიორი გიორგი მათიაშვილი მიესალმა და მსგავსი სახის ვიზიტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.


თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა მაღალი რანგის მსმენელებს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და არსებულ გამოწვევებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივებსა და განხორციელებულ რეფორმებზე, თავდაცვის პოლიტიკის განვითარებისა და თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს. ასევე, მიმოიხილეს საქართველოს სამხედრო განათლების სისტემის პრიორიტეტები.


დღესვე, ნატოს კოლეჯის წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ესტუმრნენ, სადაც JTEC-ის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ უმასპინძლა და ცენტრის შესაძლებლობები გააცნო.


საქართველოში ვიზიტის მიზანი კოლეჯის კურსანტებისთვის რეგიონული უსაფრთხოების  გარემოს, საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებისა და ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივების გაცნობაა.