გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მესტიის გამგებელი: საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის

5-07-2018

მესტიის გამგებლის, კახა ჟორჟოლიანის განცხადებით, ჭუბერში სტიქიას მსხვერპლი არ ჰყავს. 
მისივე თქმით, აღნიშნულზე ყველა შესაბამისი სამსახური უკვე მუშაობს.

„მდინარე გადასულია თავის კალაპოტიდან და მოსახლეობას უქმნის საფრთხეს. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის, რადგან დღის მონაკვეთში მოხდა ეს ყველაფერი. დილის 8 საათზე დაიწყო წვიმა, დაახლოებით ნახევარ საათიანი იყო. ჭუბერის ერთ-ერთი შენაკადის დაგუბება მოხდა, წამოიღო დიდი ოდენობით ნაშალი ხე. დაახლოებით 12-დან 1 საათამდე მოხდა ეს დაგუბება, შემდეგ გაარღვია და მოხდა მდინარის კალაპოტიდან გადასვლა.
ყველა შესაბამისი სამსახური საქმის კურსშია“- განაცხადა გამგებელმა ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტთან სატელეფონო საუბრისას. 
შეგახსენებთ, რომ ჭუბერში, იქ, სადაც ნენსკრა ჰესის მშენებლობა მიმდინარეობდა, მთა ჩამოიშალა.