გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

15-12-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას და მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს შეეხო. ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებულ მაღალი დონის სტრატეგიულ პარტნიორობას.


ირაკლი ღარიბაშვილმა და ალი ასადოვმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული, ჰუმანიტარული მიმართულებებით არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები მიმოიხილეს.


აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მაღალი პოლიტიკური დიალოგი არსებობს და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტის მნიშვნელობას.


საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოების ვითარებას რეგიონსა და მსოფლიოში.